ახალი ამბები

პირმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოცქსელში ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

8 სექტემბერი, 2023 • 4329
პირმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოები მოიპოვა და სოცქსელში ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების მოპოვებისა და შემდეგ სოციალურ ქსელში მათი გაყიდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო, მისი ნდობა მოიპოვა, გააგზავნინა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიში შექმნა და სხვა პირებს აღნიშნულ ფოტო-ვიდეოს თანხის სანაცვლოდ უგზავნიდა.

გამოძიება დაზარალებულის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეოები, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი