ახალი ამბები

თუშეთში ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

6 სექტემბერი, 2023 • 1695
თუშეთში ტურისტი ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა.

როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაღუპული მოტოციკლით ომალოდან ფშავის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხევში გადავარდა და დაიღუპა.

უწყებაში ამბობენ, რომ ცხედარი ხევიდან ამ დროისთვის უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი