ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში პური ტალონებით გაიცემა

4 სექტემბერი, 2023 • 1169
ყარაბაღში პური ტალონებით გაიცემა

5 სექტემბრიდან სტეპანაკერტში [დე ფაქტო მთიან ყარაბაღის დედაქალაქი] მოსახლეობისთვის პურის ტალონები გაიცემა. ამის შესახებ ყარაბაღის [დე ფაქტო]  სოციალური სამინისტრო აცხადებს.

ყარაბაღში ხორბლის დეფიციტისა და არასაკმარისი ფქვილის მარაგების გამო, რამდენიმე დღის წინ უკვე დაწესდა კონტროლი და პურის საცხობებში მოსახლეობა პურს შეზღუდული რაოდენობით ყიდულობდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციითვე, პურის საცხობ საწარმოებს 21 აგვისტოს შეზღუდული რაოდენობის ფქვილი გაუნაწილეს.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი