ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში მოსახლეობაზე გასაყიდი პურის რაოდენობა შეზღუდეს

1 სექტემბერი, 2023 • 1742
ყარაბაღში მოსახლეობაზე გასაყიდი პურის რაოდენობა შეზღუდეს

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით, ხორბლის დეფიციტისა და არასაკმარისი ფქვილის მარაგების გამო, დაწესდა კონტროლი და პურის საცხობებში მოსახლეობა პურს შეზღუდული რაოდენობით იყიდის.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციითვე, პურის საცხობ საწარმოებს 21 აგვისტოს შეზღუდული რაოდენობის ფქვილი გაუნაწილეს.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი