ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო ყარაბაღის პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო – მედია

31 აგვისტო, 2023 • 1319
დე ფაქტო ყარაბაღის პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო – მედია

თვითაღიარებული მთიანი-ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესხებ სომხური მედია მის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

როგორც არაიკ არუთუნიანი წერს, გადაწყვეტილება გარემოებების გათვალისწინებით სრულიად გააზრებულად მიიღო.

არაიკ არუთუნიანმა თვითაღიარებული მთიანი-ყარაბაღის პრეზიდენტის პოსტი 2020 წლის გაზაფხულზე, ყარაბაღის მეორე ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიკავა.

არუთუნიანი სტეპანაკერტში [დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი] ლაჩინის კორიდორის გახსნის მოთხოვნით გამართულ აქციებსაც შეუერთდა და რამდენიმე დღით შიმშილობაც გამოაცხადა.

რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებას, მათ შორის არაიკ არუთუნიანს დაემუქრა და საკუთარი ნებით ბაქოსთვის ჩაბარების შემთხვევაში ამნისტიას შეპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი