უკრაინელ მებრძოლებს წარმატება ჰქონდათ ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით, ზაპორიჟიეს ფრონტზე, იტყობინება უკრაინის გენერალური შტაბი.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული ძალები აგრძელებენ იერიშს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებებზე.
„ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით [უკრაინულ ძალებს] ჰქონდათ წარმატება, ისინი ამაგრებენ დაკავებულ პოზიციებს და არტილერიულ ცეცხლს უხსნიან მოწინააღმდეგის გამოვლენილ სამიზნეებს.
ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები განაგრძობენ იერიშს ქალაქ ბახმუტის სამხრეთით“, – ციტირებს გენერალურ შტაბს „უკრაინსკა პრავდა“.
უკრაინული მხარის განცხადებითვე, რუსული ძალები აწარმოებენ იერიშს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებით, თუმცა უშედეგოდ.
გუშინ უკრაინული მხარე ასევე იტყობინებოდა ზაპოროჟიეს ფრონტის წარმატებებზე – კერძოდ, რობოტინეს აღებაზე. ამ თემაზე გირჩევთ: