ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა შიმშილობითაა გამოწვეული”- დე ფაქტო ყარაბაღის პრეზიდენტი

30 აგვისტო, 2023 •
“სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა შიმშილობითაა გამოწვეული”- დე ფაქტო ყარაბაღის პრეზიდენტი

“შიმშილის, ყველაფრის დეფიციტი, ორსულები ფიზიოლოგიური მიზეზებით კარგავენ ჯერარდაბადებულ შვილებს, სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა შიმშილობითაა გამოწვეული, “- განაცხადა დე ფაქტო ყარაბაღის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა სტეპანაკერტში მიტინგის დროს. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

იქამდე არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ ლაჩინის კორიდორით მიიღებს ყარაბაღი ჰუმანიტარულ დახმარებას და არა აღდგამის [აზერბაიჯანის] გზით, რასაც ყარაბაღელებს ბაქო სთავაზობს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ბაქო ორი სატვირთო მანქანით აღდგამი-სტეპანაკერტის გზით, ყარაბაღის სომხებისთვის 40 ტონა ფქვილს აგზავნის და ყარაბაღელებისგან დადებით რეაქციებს ელის.

ბაქო ყარაბაღის სომხებისთვის 40 ტონა ფქვილს აგზავნის

 

სომხური მხარე აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი ლაჩინის კოროდორის გახსნაა, რომელიც აზერბაიჯანმა ჩაუკეტა და სომხეთთან კავშირი გაუუქმა.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი