ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველო ვერანაირ ომს ვერ მოიგებს” – ბჟანია

28 აგვისტო, 2023 • 7196
“საქართველო ვერანაირ ომს ვერ მოიგებს” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში ამბობს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა არც აფხაზური, არც ქართული მხარისთვის.

“მათაც [საქართველოს] არ აქვთ მშვიდობის ალტერნატივა, ვერანაირ ომს და საბრძოლო მოქმედებებს საქართველო ვერ მოიგებს. მიზნებს ვერ მიაღწევენ სამხედრო გზით. დროა გაიგონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოში სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. აფხაზეთთან დაკავშირებით იქ ცალსახა აზრი არ არსებობს. ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც ესმით რეალობა, თუმცა არიან ისინიც, ვინც არასოდეს შეეგუება. ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა, თუმცა, თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს მდგრადი მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, – ამბობს ბჟანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი