მთავარი არხის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
არხის ცნობით, ინციდენტი გადაღებაზე მოხდა, ჟურნალისტების ხის საამქროს იღებდნენ.
“თავს დაგვესხა დაახლოებით 12-მდე ადამიანი. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ამ სახერხის მეპატრონეა.
ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს, ასევე გადამცემი.
მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ…დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით საქმეს გაგვირჩევდნენ”, – თქვა ემა გოგოხიამ.
მისივე თქმით, ამჟამად ადგილზეა პოლიციაა მისული და მათზე თავდამსხმელებს კითხავენ.
