ახალი ამბები

მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მესტიაში აფეთქებები ჰესის მშენებლობას უკავშირდება

25 აგვისტო, 2023 • 1990
მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მესტიაში აფეთქებები ჰესის მშენებლობას უკავშირდება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „მულხურა ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაზვერვითი ბურღვა-აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ცნობით, ჰესის სიმძლავრე 45 მეგავატი იქნება:

„დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში, ლენჯერსა და ლატალში. აქედან გამომდინარე მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ“ ,— აცხადებენ მესტიის მერიაში.

მერიის საიტზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. მულხურაზე, 45 მგვტ დადგმული სიმძლავრის, მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე, „მულხურა ჰესის “მშენებლობიას და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებას შპს „აი ჯი ენერჯი“ გეგმავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი