ახალი ამბები

ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2023 • 2102
ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის სოციალურ ქსელში წერს:

“გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობასა და კეთილდღეობას”.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32-ე წლისთავს ზეიმობს. ეს ხდება სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ესაა “თავისუფალი ხალხის დღესასწაული”, დამოუკიდებელი უკრაინისთვის ბრძოლა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ეს არის თითოეული ჩვენგანის ღირებულება და სწორედ ამისთვის ვიბრძვით”, — დასძენს პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინას “მშვიდობასა და კეთილდღეობას” უსურვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი