ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინას “მშვიდობასა და კეთილდღეობას” უსურვებს

24 აგვისტო, 2023 • 1522
საქართველოს საგარეო უწყება უკრაინას “მშვიდობასა და კეთილდღეობას” უსურვებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება “მშვიდობასა და კეთილდღეობას” უსურვებს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას.

“გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად.

საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს”, — წერს სამინისტრო.

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32-ე წლისთავს ზეიმობს. ეს ხდება სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ესაა “თავისუფალი ხალხის დღესასწაული”, დამოუკიდებელი უკრაინისთვის ბრძოლა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ეს არის თითოეული ჩვენგანის ღირებულება და სწორედ ამისთვის ვიბრძვით”, — დასძენს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი