ახალი ამბები

ნიკა გვარამიას თქმით, უკრაინის რადამ დააჯილდოვა

24 აგვისტო, 2023 • 1303
ნიკა გვარამიას თქმით, უკრაინის რადამ დააჯილდოვა

„მთავარი არხის დამფუძნებლის“ ნიკა გვარამიას განცხადებით, უკრაინის რადამ უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებისთვის მედლით დააჯილდოვა.

გვარამია აღნიშნავს, რომ ის პირველი ქართველია, ვისაც ეს ჯილდო ხვდა წილად:

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ“ ,— აცხადებს ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი