ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა დისკუსიის საგანი ვერ იქნება” – სოხუმი მედვედევს პასუხობს

24 აგვისტო, 2023 • 4388
“აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა დისკუსიის საგანი ვერ იქნება” – სოხუმი მედვედევს პასუხობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების მდივნის შემდეგ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც პასუხობს:

“აფხაზეთის ათასწოლოვანი სახელმწიფოებრიობა დისკუსიის საგანი ვერ იქნება. ჩვენი კანონმდებლობა ცხადად ამბობს ამას. აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სანდო პარტნიორია”, – წერია დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ დღეს, 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედედვევმა განაცხადა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს”.“აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი