ახალი ამბები

უკრაინა ამბობს, რომ ყირიმში სპეცოპერაციას ატარებს

24 აგვისტო, 2023 • 1921
უკრაინა ამბობს, რომ ყირიმში სპეცოპერაციას ატარებს

სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გურ) ქვედანაყოფები ოკუპირებულ ყირიმში გადმოსხეს. ეს ინფორმაცია უწყების პრესსპიკერმა ანდრიი იუსოვმა დაადასტურა, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

„მიზნები მიღწეულია, დანაკარგი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა დეტალს ვერ გავამხელთ. მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობაში არის დანაკარგები, ასევე დანაკარგებია [მოწინააღმდიგის] ტექნიკაში“, – აღნიშნა მან.

დილით „კრიმ.რეალიი“ ადგილობრივებზე და თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ყირიმში, ტარხანკუტის კონცხზე მიმდინარეობდა ბრძოლა ავიაციისა და საზღვაო ტექნიკის მონაწილეობით.

რუსული ტელეგამ-არხი „ბაზა“ წერს, რომ კონცხიდან ახლოს მდებარე ელენოვკაში ესმოდათ ხმამაღალი სროლა, ხოლო თვითმხილველებმა სანაპიროდან ათ მეტრში დაინახეს ორი რეზინის ნავი, რომლებშიც დაახლოებით ათი ადამიანი იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი