ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთში არ აქვთ რუსეთთან შეერთების სურვილი”- შამბა მედვედევს პასუხობს

24 აგვისტო, 2023 • 6150
“აფხაზეთში არ აქვთ რუსეთთან შეერთების სურვილი”- შამბა მედვედევს პასუხობს

“აფხაზეთი რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოხატავდა”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ დიმიტრი მედვედევის საპასუხოდ განაცხადა.

“რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. არასოდეს მიგვიმართავს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე და ვერ ვხედავ აფხაზეთში ვერც პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთოებების ასეთ ფორმას ხედავდნენ”.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედედვევმა განაცხადა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი