ახალი ამბები

ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 გაანადგურეს

23 აგვისტო, 2023 • 3191
ყირიმში რუსული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 გაანადგურეს

ყირიმში, სოფელ ოლენევკასთან ახლოს, განადგურებულია რუსეთის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით დილის 10 საათზე, სოფელ ოლენევკასთან ახლოს დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოხდა აფეთქება, რომელმაც გაანადგურა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400 ტრიუმფი“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

სამმართველოს ცნობით, აფეთქების შედეგად განადგურებულია ტექნიკა, მასზე განთავსებული ტექნიკა და რუსი სამხედროები.

რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით არანაირი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


C-400 რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან გამოიყენება და საჰაერო თავდაცვის სისტემის, C-300-ის მემკვიდრეა, რომელსაც რაკეტების აღმოჩენა 600 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. სისტემა საკმაოდ ძვირედღირებულია – ერთეული დაახლოებით 250 მილიონი დოლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი