ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობა სურს

23 აგვისტო, 2023 • 2104
ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობა სურს

“სამხრეთ ოსეთს სურს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრობა, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება”, – ამის შესახებ რია-ნოვოსტის უთხრა დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.

“სურვილი გვაქვს, გავხდეთ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრი, ეს ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომაც ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გაგვიხსნიდა სამოკავშირეო სახელმწიფოსკენ გზას და ახალ ჰორიზონტებს”.

გობოზოვის თქმითვე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ადრე თუ გვიან გაიაზრებს,  რა სარგებელს მიიღებს ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარებით.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, ოჩამჩირის რაიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ისაუბრა ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებით მიღებულ სარგებელზე.

“ბელარუსის აღიარება შექმნის აფხაზეთის იმიჯს” – არძინბა

მასალების გადაბეჭდვის წესი