ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი მზაობას გამოთქვამს, ყარაბაღის სომხებს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანოს

23 აგვისტო, 2023 • 1090
აზერბაიჯანი მზაობას გამოთქვამს, ყარაბაღის სომხებს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანოს

აზერბაიჯანის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ” განაცხადა, რომ მზადაა, საკუთარი თანამშრომლებისა და ვოლონტიორების მეშვეობით, ყარაბაღში სომეხ მოსახლეობას აღდამის გზით ჩაუტანოს ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული ტვირთი.

“ამ ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად მობილიზებულია “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების” მთელი პოტენციალი”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად ერთადერთი გამოსავალი ლაჩინის კოროდორის გახსნაა, რომელიც აზერბაიჯანმა ჩაუკეტა და სომხეთთან კავშირი გაუუქმა.

ზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი