ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მოჭრილი ორსაუკუნოვანი ცაცხვის ხე გადარჩა და ყვავილობს

22 აგვისტო, 2023 • 5491
აფხაზეთში მოჭრილი ორსაუკუნოვანი ცაცხვის ხე გადარჩა და ყვავილობს

ორსაუკუნოვანი ცაცხვის ხე, რომელიც აფხაზეთში 2023 წლის გაზაფხულზე დააზიანეს, სპეციალისტების თქმით, გადარჩა და ყვავილობს.

თითქმის ორსაუკუნოვანი ცაცხვის ხე ბენზოხერხით 5-6 აპრილს დააზიანეს. ეს კონკრეტული ხე არა მხოლოდ ბუნებრივი ძეგლია, ის აფხაზური დემოკრატიის სიმბოლოდაც მიიჩნევა. სწორედ ამ ხის ქვეშ ამცნეს აფხაზებს, რომ გაუქმდა ბატონყმობა. ამ ცაცხვის ქვეშ აფხაზები იღებდნენ გადაწყვეტილებას, შეერთებოდნენ თუ არა რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას. აქ წყდებოდა კოლექტივიზაციის საკითხიც, გლეხების მომავალი კოლმეურნეობებში. აქ კრებდა ხალხს აფხაზების ლიდერი ვლადისლავ არძინბა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს ცაცხვი არის წმინდა ხე და ამასთან, ტრადიციული აფხაზური, წარმართული კულტურის ნაწილი.

ეკოლოგები განმარტავენ, რომ ყველა პროცესი, რომელიც ხის სამკურნალოდ ჩატარდა, წარმატებული აღმოჩნდა. სპეციალისტებმა 30 წვეთოვანი დაუდგეს სპეციალური აღმდგენი პრეპარატებით. ასევე, მოსახლეობა და სოფლის ადმინისტრაცია ყოველ საღამოს რწყავს ხეს. ეკოლოგების თქმით,  ფოთოლცვენის დროს საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ცაცხვის მკურნალობა დასრულებულია.

5-6 აპრილის ვანდალიზმის ფაქტზე აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმეზე ძმები, დაურ და ირაკლი ბაღათელიები დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი