ახალი ამბები

შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველები ამ დრომდე 4 ადამიანს ეძებენ

22 აგვისტო, 2023 • 2127
შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, მაშველები ამ დრომდე 4 ადამიანს ეძებენ

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმითვე, ამ ეტაპზე ეძებენ 4 ადამიანს. სამძებრო სამუშაოებში კი ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავთა და კინოლოგთა ჯგუფი.

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. 16 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი