ახალი ამბები

ოქტომბრიდან ქიმიოთერაპიის და ბარიატრიული მომსახურების ახალი სტანდარტი ამოქმედდება

21 აგვისტო, 2023 • 2017
ოქტომბრიდან ქიმიოთერაპიის და ბარიატრიული მომსახურების ახალი სტანდარტი ამოქმედდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარდები.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო ონკოპაციენტებისთვის არსებული პროგრამის ფარგლებში წლიურად 150 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, თითოეუი ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე.

რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა დღის წესრიგში  დადგა სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე:

„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი