ახალი ამბები

სტიქია შოვში: დადასტურდა ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა

19 აგვისტო, 2023 •
სტიქია შოვში: დადასტურდა ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ზაზა მესხის უფროსი შვილის დაღუპვა დადასტურდა. ამის შესახებ ბავშვის დედა, სინტა დეპონი წერს.

მისი თქმით, ცხედრის ამოცნობა დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა.

„დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი.

მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“, – წერს დეპონი.


ზაზა მესხი ოჯახთან – მეუღლე ალინა პოლიკოვსკასთან და სამ შვილთან ერთად, სტიქიის დროს შოვში დასასვენებლად იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ამოცნობილია ალინა პოლიკოვკსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი