ახალი ამბები

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

18 აგვისტო, 2023 • 3415
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა.

შემოსავლების სასმახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში,: 10 785 ევრო, 169 300 აშშ დოლარი და 3 320 შეკელი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 478 117,52 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 47 811,752 ლარით დაჯარიმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი