ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Wolt აზერბაიჯანში მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

17 აგვისტო, 2023 • 2629
Wolt აზერბაიჯანში მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამეწარმეო უსაფრთხოების სააგენტომ Wolt-ის მუშაობის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, Wolt-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

თავდაპირველად მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საკვები პროდუქციის მიწოდების გეგმური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით რიგი ტექნიკური სამართლებრივი აქტები იყო დარღვეული. კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, საკვები კურიერებს გადჰქონდათ ტემპერატურის რეჟიმის დარღვევით, სატრანსპორტო საშუალებებში კი სადიზინფექციო სამუშაოები არ ტარდებოდა. გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ საკვების გადამზიდავი პირები არ გადიოდნენ პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას.

მოგვიანებით Wolt-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და Wolt ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი