ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ახალგაზრდებს “საქართველოს გაზრდილ ამბიციებზე” მოუყვებიან

17 აგვისტო, 2023 • 4443
აფხაზეთში ახალგაზრდებს “საქართველოს გაზრდილ ამბიციებზე” მოუყვებიან

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთში მოქალაქეებს მოუყვებიან რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებისა დ საქართველოდან მომდინარე საფრთხეების შესახებ.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოქალაქეებისადმი მიმართვაში საუბრობს.

“მოახლოებულ იუბილესთან დაკავშირებით კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გავმართავთ აფხაზეთის რესპუბლიკის რაიონებში ჩვენს მოქალაქეებთან, რაიონული ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან. მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირება აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგების, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობის, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების აქტუალურ ასპექტების, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სწრაფად ცვალებადი უსაფრთხოების არქიტექტურისა და საქართველოს გაზრდილ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებზე”, – ამბობს არძინბა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურდღება დაეთმობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ ხარისხში აყვანის უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი