ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია მოსკოვის კლინიკაში რჩება

17 აგვისტო, 2023 • 2174
ბჟანია მოსკოვის კლინიკაში რჩება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დეტალური გამოკვლევების შემდეგ, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვის კლინიკაში ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

უწყების ცნობითვე პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა კვლავ კლინიკაში დარჩება სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტს გააგრძელებს.

10 აგვისტოს, აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი