ახალი ამბები

კახეთში ავტოავარიის შედეგად მშობლები და ბავშვი დაიღუპნენ

17 აგვისტო, 2023 • 1950
კახეთში ავტოავარიის შედეგად მშობლები და ბავშვი დაიღუპნენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის სამი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულნი არიან დედა, მამა და მცირეწლოვანი ბავშვი.

ავარია 16 აგვისტოს ღამით მოხდა. როგორც “მთავარი არხი” წერს თვითმხილველზე დაყრდნობით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც მოცურდა და ამობრუნდა.

გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი