ახალი ამბები

გორში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

17 აგვისტო, 2023 • 1377
გორში მშენებლობაზე მუშა დაშავდა

გორში მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედიის, Qartli.ge-ის ცნობით, დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც გამოცემა წერს, მშენებლობაზე საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროც ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი