ახალი ამბები

ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას – Black Sea Arena

16 აგვისტო, 2023 •
ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას – Black Sea Arena

Black Sea Arena ეხმაურება 15 აგვისტოს კონცერტს და აცხადებს, რომ როგორც საკონცერტო დარბაზი, იაზრებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით.

რუსეთი ოკუპანტია“, – წერია Black Sea Arena-ს განცხადებაში.

 


15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე ამერიკული როკ-ბენდის The Killers-ის კონცერტი გაიმარტა. კონცერტის დროს ჯგუფმა სცენაზე ერთ-ერთი მსმენელი აიყვანა, რათა ჯგუფთან ერთად დაეკრა. მსმენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეა, რასაც დამსწრეთა უკმაყოფილება მოჰყვა.

ჯგუფის სოლისტმა ბრენდან ფლაუერსმა კი აუდიტორიას მიმართა და ჰკითა, “განა ყველა დები და ძმები არ ვართ?” რის შემდეგაც მსმენელის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, შეძახილებით დარბაზი დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი