ახალი ამბები

რაჭაში დაღუპულებს შორის ამოიცნეს სოფო ბაკურაძე

13 აგვისტო, 2023 • 3776
რაჭაში დაღუპულებს შორის ამოიცნეს სოფო ბაკურაძე

შოვის სტიქიაში დაღუპულებს შორის არის ახალგაზრდა ქალი, სოფო ბაკურაძე.

ამ ცნობას „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა“ ადასტურებს – ორგანიზაცია, რომელიც სოფოს შვილისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყო.

23 წლის სოფო ბაკურაძე სოფელ გლოლადან იყო. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი ჰყავს.

მოქალაქეები სოფოს შვილს უგროვებენ როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე სამოსსა და სათამაშოებს.

მათი რეკვიზიტებია:

599700499 — ანი
59821195 — ლამარა
TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი

Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე


ბოლო ოფიციალური ცნობებით მონაცემებით, რაჭაში ამ დრომდე ეძებენ სტიქიის შედეგად დაკარგულ 9 ადამიანს, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, რომელთაგან 20 იდენტიფიცირებულია.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს შოვიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით, მდინარე რიონის ხეობაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი