ახალი ამბები

ქვათაცვენის გამო შოვში სამძებრო სამუშაოები გასულ ღამეს რამდენიმე საათით შეწყდა

12 აგვისტო, 2023 • 2410
ქვათაცვენის გამო შოვში სამძებრო სამუშაოები გასულ ღამეს რამდენიმე საათით შეწყდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შოვის სტიქიის ზონაში, მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, 11 აგვისტოს, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

„მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის“, — აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

შემთხვევეის გამო სამძებრო სამუშაოები შოვში რამდენიმე საათით შეწყდა, თუმცა გათენებისთანავე განახლდა.

12 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში ამ დრომდე ეძებენ სტიქიის შედეგად დაკარგულ 9 ადამიანს, ნაპოვნია 24 ადამიანის ცხედარი, რომელთაგან 20 იდენტიფიცირებულია.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს შოვიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით, მდინარე რიონის ხეობაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი