ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორში დევნილებისთვის 14 სახლი აშენდა

11 აგვისტო, 2023 • 3931
გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორში დევნილებისთვის 14 სახლი აშენდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახებისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში აშენდა  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 80 კვადრატულამდე მეტრი ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს უახლოეს მომავალში გადაეცემათ სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში.

უწყების ცნობითვე, სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდა.

“ამ ეტაპზ აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟი, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გერმანიის 10-მილიონიანი ევროს გრანტით დევნილებისთვის სოფელი აშენდა

მასალების გადაბეჭდვის წესი