ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზის მკვლელობის ბრალდებით გალში აზერბაიჯანის მოქალაქეც დააკავეს

8 აგვისტო, 2023 • 5647
აფხაზის მკვლელობის ბრალდებით გალში აზერბაიჯანის მოქალაქეც დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო შსს- ს ცნობით, სოხუმში აფხაზის მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირები, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეები გალში დააკავეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ აზერბაიჯანის და უზბეკეთის მოქალაქეებზე ძებნა 6 აგვისტოს გამოაცხადა.

აფხაზური მხარის განცხადებით, მოკლული აფხაზეთის მოქალაქე რიდვან ხან იპა ასევე თურქეთის რესპუბლიკის მკვიდრია.

დე ფაქტო უწყება მოსახლეობას მიმართავდა, მკვლელობაში ბრალდებულების ადგილმდებარეობის ან სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაკავშირებოდნენ სამართალდამცველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი