ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აგვისტოს ომის მე-15 წლისთავი სამგლოვიარო აქციით სოხუმშიც აღნიშნეს

8 აგვისტო, 2023 • 2503
აგვისტოს ომის მე-15 წლისთავი სამგლოვიარო აქციით სოხუმშიც აღნიშნეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოლიდარობის მიზნით, 2008 წლის აგვისტოს ომი და “ქართული სამხედრო აგრესია” სოხუმშიც დაგმეს და სამგლოვიარო ღონისძიებით აღნიშნეს.

აფხაზური მედიის ცნობით, სამგლოვიარო აქცია “ხსოვნის სანთელი” 7 აგვისტოს, 23:30 საათზე, აფხაზეთის დრამატულ თეატრთან გაიმართა.

“აქცია სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართულმა ჯარმა მშვიდობიანი მძინარე ცხინვალის დაბომბვა დაიწყო”, – წერია apsadgil.info

7 აგვისტოს 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

ცხინვალის ვერსიით, რომელიც იმეორებს მოსკოვის პოზიციას, 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. რუსეთმა კი, რომელიც “ოსი ხალხის დასაცავად დადგა”, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 7-8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი