7 აგვისტო რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე. არის მსხვერპლი. 

უკრაინული მედიის ცნობით, ორი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში – დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. 

“რუსეთი პასუხს აგებს თავის დანაშაულებზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოოდიმირ ზელენსკიმ.