აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ დავალება გასცა, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე.
საუბარია გაგრის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ადგილზე მედიკამენტებით გაბრუებულ ლომთან ფოტოების გადაღების შეთავაზებაზე. ინფორმაცია თავდაპირველად აფხაზურ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა პროკურატურაში საჩივრები შეიტანა. უწყების ცნობითვე, ლომი უკვე გაარიდეს ტერიტორიას.
“ეს წლიდან წლამდე გრძელდება, ოპერატიულად არის მისაღები გადაწყვეტილებები”, – განაცხადა აგრბამ.