ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეებს აფხაზის მკვლელობაში ადანაშაულებს

7 აგვისტო, 2023 • 1819
სოხუმი აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მოქალაქეებს აფხაზის მკვლელობაში ადანაშაულებს

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოცხადა აზერბაიჯანის და უზბეკეთის მოქალაქეებზე, რომელთაც 6 აგვისტოს სოხუმში აფხაზეთის მოქალაქის რიდვან ხან იპას მკვლელობაში ადანაშაულებს.

აფხაზური მხარის განცხადებით, მოკლული ასევე თურქეთის რესპუბლიკის მკვიდრია.

დე ფაქტო უწყება მოსახლეობას მიმართავს აფხაზეთში, მკვლელობაში ბრალდებულების ადგილმდებარეობის ან სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი