4 აგვისტოს, ღამით, ნოვოროსიისკის პორტში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინამ ორი უეკიპაჟო კატერით მიიტანა იერიში
ოფიციალური სტრუქტურები ირწმუნებიან, რომ თავდასხმა წარმატებითაა მოგერიებული. თუმცა ინტერნეტში მრავლად ქვეყნდება დახრილი სადესანტო გემის, „ოლენოგორსკის გორნიაკის“ ფოტოები – ხომალდი, რომელმაც მოსკოვის ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში მიიღო წვლილი, დახრილ მდგომარეობაშია. „უკრაინასკა პრავდის” ცნობით, პორტზე თავდასხმის უკან სწორედ უკრაინული მხარე დგას.
პორტში დროებით აიკრძალა გემების მოძრაობა.
„ოლენოგორსკის გორნიაკი“ საბჭოთა, შემდგომ კი რუსულ ფლოტში ირიცხება 1976 წლიდან. ის გამოიყენება სადესანტო მიზნებისთვის, ანუ, გემიდან ხმელეთზე ჯარისკაცების გადასასხმელად. გემი რუსეთის ჩრდილოურ ფლოტში ირიცხება.