ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

3 აგვისტო, 2023 • 1851
გალში ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით,  28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა.

ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი