ახალი ამბები

„საქსტატი“: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0,3% შეადგინა

3 აგვისტო, 2023 • 939
„საქსტატი“: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0,3% შეადგინა

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

უწყების ცნობით, წინა წლის ივლისთან შედარებით ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში:

  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.1 პროცენტით;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.9 პროცენტით;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით;
  • სურსათი და ალკოჰოლური სასმელები;
  • ტანსაცმელი და ფესხაცმელი;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა;
  • განათლება;
  • სასტუმროები, კაფეები, რესტორნები.

იკლო ფასებმა შემდეგ ჯგუფებში:

  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით;
  • ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 -პროცენტიანი კლება;
  • კავშირგაბმულობა;
  • დასვენება, გართობა, კულტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი