ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთი მხარს უჭერს ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის მოლაპარაკებებს”- ზახაროვა

2 აგვისტო, 2023 • 1375
“რუსეთი მხარს უჭერს ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის მოლაპარაკებებს”- ზახაროვა

რუსეთი მხარს უჭერს ბაქოსა და სტეპანაკერტს [არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი] შორის მოლაპარაკებებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

“აღნიშნული თემა ჩვენს დღის წესრიგშია. რუსი სამშვიდობოები ადრეც ეხმარებოდნენ ორი დელეგაციის შეხვედრის ორგანიზაციას. მზად არიან ახლაც გაუწიონ შესაბამისი დახმარება. რუსეთი წინაპირობებს არ აყენებს, ზედმიწევნით მუშაობს მხარეთა პოზიციების დაახლოებისთვის”, – აცხადებს ზახაროვა.

ბაქოსა და ყარაბაღის  წარმომადგენლებს შორის შუმავლების გარეშე მოლაპარაკებების გამართვის საკითხი დღის წესრიგშია. პირველი მსგავსი შეხვედრა 2023 წლის პირველ მარტს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის შტაბში გაიმართა. შემდეგი შეხვედრის გამართვას კი აზერბაიჯანი რამდენიმე თვეა ბაქოში ითხოვს, თუმცა თვითაღიარებული ყარაბაღის მხარე ბაქოში შეხვედრას არ თანხმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი