ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებმა საკუთარი ხელისუფლებებისგან მშვიდობა უნდა მოითხოვონ”

2 აგვისტო, 2023 • 1660
“სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებმა საკუთარი ხელისუფლებებისგან მშვიდობა უნდა მოითხოვონ”

Euronews-სთან ვრცელ ინტერვიუში სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთ კითხვაზე, “რა იქნებოდა თქვენი გზავნილი აზერბაიჯანის საზოგადოებისადმი”, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელსაც სხვადასხვა ფორმატში ელაპარაკება სომხეთის ხელისუფლება, წარმოადგენს სწორედ იმ ქვეყნის საზოგადოებას, შესაბამისად, არ არსებობს ცალკეული გზავნილები.

“თუმცა, დიახ, არსებობს ერთი გზავნილი, რომელიც ერთნაირად არის მიმართული როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის საზოგადოებებისადმი – მათ საკუთარ ხელისუფლებებს უნდა მოსთხოვონ მშვიდობის დამყარება. ეს ფორმულირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი მოთხოვნის სახით”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ინტერვიუში ევრონიუსთან.

ევრონიუსის აღნიშნულ ინტერვიუში ფაშინიანი საუბრობს აზერბაიჯანთან სხვადასხვა ფორმატში დიალოგის თავისებურებებზე, ლაჩინის კოროდორის საკითხზე და ყარაბაღის ჰუმანიტარულ კრიზისზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი