ახალი ამბები

„საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის მხრივ“ — EU-ს ანგარიში

1 აგვისტო, 2023 • 1793
„საჭიროა მეტი ძალისხმევა მართლმსაჯულების და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის მხრივ“ — EU-ს ანგარიში

ევროკავშირი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოცაა შეფასებული.

ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც 2022 წელს აჯამებს, ნათქვამია, რომ ზოგადად, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მყარი ჩარჩო არსებობს და კანონმდებლობა და პოლიტიკა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. თუმცა დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რიგი მიმართულებებით აღსრულების ნაწილში გაძლიერებას საჭიროებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს პროგრესი დაფიქსირდა საარჩევნო სისტემის რეფორმირების, საჯარო მმართველობის, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების მიმართულებით და აღნიშნულია, რომ დამატებითი ძალისხმევა კვლავ საჭიროა მართლმსაჯულების, კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეშფოთების საგანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი