ახალი ამბები

ცნობილია,უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ონკოპაციენტი ბავშვები იმკურნალებენ

31 ივლისი, 2023 • 1053
ცნობილია,უცხოური კლინიკების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ონკოპაციენტი ბავშვები იმკურნალებენ

ცნობილი გახდა იმ კლინიკების სახელწოდებები, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტი ბავშვები იმკურნალებენ.

როგორც მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, დღეს, 31 ივლისს, ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში,ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობას შეძლებენ ისრაელში, ესპანეთში, თურქეთსა და საქართველოში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით.

პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ- ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს:ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი