ახალი ამბები

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

31 ივლისი, 2023 • 2899
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

1 აგვისტოდან ეკა ხოფერია აღარ უხელმძღვანელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

„1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს-არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით,“,- წერს ხოფერია ფეისბუკზე.

ხოფერიას თქმითვე, ამიერიდან სამინისტროს უხელმძღვანელებს მისი კოლეგა – ნანა გადელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი