ახალი ამბები

სახდეპი: საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ სანქციებს

27 ივლისი, 2023 • 1923
სახდეპი: საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ სანქციებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ამის შესახებ ნათქვამია სახდეპის ანგარიშში სხვადასხვა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ აშშ-ისა და სხვების დაწესებულ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საერთაშორისო სანქციების დაცვა სისტემატურად მოწმდება ადგილზე, ფინანსური ინსტიტუტების შემოწმებისას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. საქართველო არ შეუერთდა ეკონომიკურ, თუმცა იცავს ფინანსურ სანქციებს – მაგალითად, საქართველოში ვერ ოპერირებენ სანქცირებული რუსული ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი