ახალი ამბები

ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას – პრეზიდენტი

27 ივლისი, 2023 •
ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას, სოხუმის აეროპორტი გადასცეს რუსეთს.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და კატეგორიულ რეაგირებას.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, – წერს პრეზიდენტი.


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა წუხელ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აეროპორტის ექსპლუატაციის აეროპორტში ინვესტირების, შემდგომში კი მისი ექსპლუატაციის უფლებას აძლევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი