ახალი ამბები

რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებებს აშშ ჰააგას გაუზიარებს – მედია

27 ივლისი, 2023 • 950
რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებებს აშშ ჰააგას გაუზიარებს – მედია

ჯო ბაიდენის განკარგულების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულთა შესახებ მტკიცებულებებს გაუზიარებს.

ბაიდენის ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად გამოცემა The New York Times-მა დაწერა.

Reuters-ის თანახმად, მანამდე ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ პენტაგონში. მათ მიაჩნდათ, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობას, შესაძლოა,  გზა გაეხსნა ამავე სასამართლოს მხრიდან აშშ-ის იმ სამხედროთა პოლიტიკური ნიშნით დევნას, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ.

ბაიდენის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ პროცესის შესახებ დეტალებს. თუმცა, როგორც პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ბაიდენი მხარს უჭერდა – „უკრაინაში ომის დანაშაულის ჩამდენთა და მხარდამჭერთა პასუხისგებაში მიცემას,“


ჯერ კიდევ მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი გამოსცა.

პუტინთან ერთად ჰააგის სასამართლომ ორდერი გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. ამ უკანასკნელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისრის თანამდებობა უკავია. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი