ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აშშ და თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მზარდ ინტერესს იჩენენ”

27 ივლისი, 2023 • 1162
“აშშ და თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მზარდ ინტერესს იჩენენ”

“რუსეთი დარმწუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში დარგულირების პროცესს შეაფერხებს და დესტაბილიზაციას გამოიწვევს”, – განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მისივე განცხადებით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოება და ამ მისიის ფარგლებში ევროკავშირის არაწევრი კანადის წარმომადგენელთა სომხეთში ჩასვლა  მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ “საგარეოპოლიტიკურ დამოუკიდებლობადაკარგული ევროკავშირი აშშ-ის და ნატო-ს ინტერესებს ემსახურება”.

“ვხედავთ, რომ ნატო-ს ქვეყნები, მათ შორის აშშ და თურქეთი, სამხრეთ კავკასიის მიმართ მზარდ ინტერესს იჩენენ. რეგიონის საქმეებში ალიანსის ჩარევა მოიტანს დესტაბილიზაციას და შეაფერხებს სრულყოფილ და მშვიდობიან დარეგულირებას”, – აცხადებს რუსეთის წარმომადგენელი.

რუსული მხარე პერიოდულად ასახელებს დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის გამომწვევად, რადგანაც სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგმა რუსეთიდან გადაინაცვლა ბრიუსელში და ვაშინგტონში.

“ვაშინგტონი და ბრიუსელი სომხეთში ანტირუსულ განწყობებს აღვივებენ” – ზახაროვა

მასალების გადაბეჭდვის წესი